მედიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია
Your browser doesn’t support HTML5
გორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელეკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყვეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. „დიას“ ყოფილ თანამშრომლებს ხელში ეკავათ შრომითი ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი ის მუხლები, რომლებიც, აქციის მონაწილეთა აზრით, ხელყოფს მათს უფლებებს. მაგალითად, დოკუმენტის თანახმად, „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიონალური მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის ყველა ბრძანება“; „ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე, მათ შორის კრედიტორების შესახებ“; „დაქირავებულს გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალება კონკურენტ კომპანიაში მუშაობის დაწყება“. სწორედ ეს მუხლები იქცა ჟურნალისტების პროტესტისა და სამსახურიდან მათი წასვლის მიზეზად.