მისურიში წელს სიკვდილით დასაჯეს მერვე ადამიანი

მისურის შტატში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა 1998 წელს რესტორნის ძარცვისას ორი ადამიანის მკვლელობა. ერლ რინგო ჯუნიორი სასიკვდილო ინექციით მოკლეს 10 სექტემბერს. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ და ფედერალურმა სასამართლომ არ მიიღეს რინგოს სიკვდილით დასჯის შეჩერების გადაწყვეტილება, მისურის გუბერნატორმა ჯეი ნიქსონმა კი უარი თქვა მის შეწყალებაზე. მიმდინარე წელს მისურიში უკვე რვა ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.