რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს კანადის ფლოტს

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს კანადის ფლოტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო-საზღვაო სწავლებებს შავ ზღვაში, უკრაინასთან ახლოს. გუშინ კანადის თავდაცვის მინისტრმა რობ ნიკოლსონმა ინციდენტს „პროვოკაციული“ უწოდა. მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი პირდაპირ საშიშროებას არ წარმოადგენს, ის ფიქრობს, რომ მსგავსი მოქმედებები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის რისკს ზრდის.