ნატო გეგმავს, შექმნას ხუთი ახალი სამხედრო ბაზა ევროპაში. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ფრანკფურტ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს. გაზეთის ინფორმაციით, ბაზები აშენდება პოლონეთში, რუმინეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ამ ბაზებზე განთავსდება 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიდან. გაზეთი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ამ გზით ცდილობს დაიცვას თავისი წევრი ქვეყნები რუსეთისგან. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალი ბაზების შექმნის შესახებ იმსჯელებენ 4-5 სექტემბერს უელსში, ნატოს სამიტზე.