აშშ-ს სირიაში ექსტრემისტებთან ბრძოლის სტრატეგია არ აურჩევია

ამერიკას არ აქვს სტრატეგია არჩეული, როგორ შეებრძოლოს ისლამურ სახელმწიფოს სირიაში, განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 28 აგვისტოს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილება რამდენიმე შესაძლებლობა. ობამას თქმით, ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის მიავლენს რეგიონში, რათა რეგიონულ ლიდერებს მოელაპარაკონ ამ საკითხზე. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, დროა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უარი თქვან ისლამური სახელმწიფოს მიზნების მიმართ ამბივალენტურ მიდგომაზე.