ბერლინში ებოლით დაავადებული პირი საავადმყოფოში მოათავსეს

ბერლინის საავადმყოფოში მოათავსეს ქალი, რომელსაც ებოლის სიმპტომები აქვს. ცნობით, ის საგანგებო ვითარებათა უწყების თანამშრომელთა თანხლებით გაიყვანეს შრომითი მოწყობის ცენტრიდან. ებოლის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლეთ აფრიკაში 1229-ს უდრის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზებულია დაავადებული, ან ეჭვმიტანილი, რომ ებოლა სჭირს, 2240 პირი. ამჟამინდელი ეპიდემიის გამომწვევი ებოლის ვირუსი ყველაზე მომაკვდინებელი სახეობაა. დაავადება გადადის სისხლის და სხეულის სხვა სითხის გზით.