აქცია ერაყში იეზიდების მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

13 აგვისტოს თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ერაყში იეზიდების მხარდასაჭერად ასამდე ადამიანი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს იეზიდთა სახლი იყო. შეკრებილებმა პროტესტი გამოხატეს ერაყში იეზიდთა მასობრივი დევნის გამო და საერთაშორისო საზოგადოებას ამ თემისადმი მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს.