რიგი მერთან შესახვედრად
Your browser doesn’t support HTML5
11 აგვისტოს თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ გადაწყვიტა მოსახლეობას შეხვედროდა. ქალაქის მერიასთან ორასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველები იყვნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა დასაქმება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა.