მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ომიდან მეექვსე წელს
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთ-საქართველოს ომის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ ომში დაღუპულთა ჭირისუფლები და მთავრობის წევრები. მათ ყვავილებით შეამკეს საფლავები. დაღუპულებს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმაც. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და რამდენიმე დღე გასტანა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.