კეიდენაუ ალასანია და ბურჯანაძეს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდენაუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე დახურულ კარს მიღმა შეხვდა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“. კეიდენაუსთან შეხვედრების შემდეგ ჩვენი რადიო დაუკავშირდა ოპოზიციის ორ ლიდერს, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს. ალასანიას და ბურჯანაძეს კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.