კავკასიური გზაჯვარედინი

Your browser doesn’t support HTML5

რატომ არ თანამშრომლობენ სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის დემოკრატიული ძალები? რადიო თავისუფლების ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, “კავკასიური გზაჯვარედინის” მიზანია, პასუხი გასცეს შეკითხვას, რატომ არ ცდილობენ სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის დემოკრატიული ძალები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას. პროგრამაში მონაწილეობენ: საქართველოდან - “კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის” დირექტორი, გია ნოდია; სომხეთიდან - “კავკასიის ინსტიტუტის” დირექტორი, ალექსანდრ ისკანდერიანი და აზერბაიჯანიდან - კვლევითი ინსტიტუტის, “აღმოსავლეთი-დასავლეთის” დირექტორი, არასტუნ ორუჯლუ. გადაცემას უძღვება ანდრეი ბაბიცკი.