უკრაინის პარლამენტმა არ მიიღო არსენი იაცენიუკის გადადგომა

უკრაინის პარლამენტმა არ მიიღო პრემიერ-მონისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკის გადადგომის განცხადება. დღეს, ვერხოვნა რადის საგანგებო სხდომაზე იაცენიუკის გადადგომას 311 დეპუტატიდან მხარი მხოლოდ 16-მა დაუჭირა. 24 ივლისს იაცენიუკმა განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერის თანამდებობას, რადგან კოალიცია დაიშალა და სამთავრობო ინიციატივები იბლოკება. დღესვე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტსა და საგადასახადო კოდექსში. მანამდე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, უარი ეთქვათ ულტიმატუმების ენაზე და მიეღოთ კანონები, რომლებიც აუცილებელია არმიის დაფინანსებისთვისა და ენერგეტიკის სფეროში რეფორმის გატარებისთვის.