რუსეთმა გააფართოვა იმპორტისთვის აკრძალული უკრაინული ნაწარმის ნუსხა

რუსეთში ძალაში შევიდა უკრაინაში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების, აგრეთვე თევზის იმპორტის აკრძალვა. მომხმარებელთა უფლებების დამცველმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“ ეს აკრძალვა იმით ახსნა, რომ უკრაინის ხსენებული პროდუქცია არღვევს რუსეთში მოქმედ კანონებს და მათზე მითითებული არ არის ინგრედიენტების ზუსტი ჩამონათვალი. რუსეთმა ასევე აკრძალა უკრაინის წარმოებული რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი, აგრეთვე ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კუთვნილი შოკოლადის კომპანია „როშენის“ ნაწარმის შეტანა. კიევი ამტკიცებს, რომ ყველა ამ აკრძალვას პოლიტიკური სარჩული უდევს.