გამოფენა-გაყიდვა მარტოხელა დედებისთვის
Your browser doesn’t support HTML5
18 ივლისს თბილისში, ევროპის სახლში, გაიხსნა გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „მისი სახლი“. ექსპოზიციაზე გამოტანილია მხატვრული ნამუშევრები, რომელთა გაყიდვით შემოსული თანხა მარტოხელა დედებს გადაეცემათ. პროექტს ახორციელებენ ქალთა ფონდი და ასოციაცია „არტისტერიუმი“. გამოფენა სამ დღეს გასტანს.