უდაბნო – უწყლო სოფელი

Your browser doesn’t support HTML5

საგარეჯოს რაიონის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში მოსახლეობას სასმელი წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიეწოდება. სოფელში სარწყავი წყალი საერთოდ არ აქვთ და ამის გამო მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული მილების გამოცვლა და წყალგაყვანილობის მოწესრიგება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი საგარეჯოს გამგეობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ოფიციალურად მიმართავთ, სამინისტრო საკითხს შეისწავლის და დონორების მოძიებას შეეცდება.