საქართველოში ორ უვადო პატიმარს სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა

გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს მიიღო. 2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია აღნიშნული მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან იწყება. ადვოკატები ორივე პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ.