ბაიდენი პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. თეთრი სახლის თანახმად, მათ ისაუბრეს დიპლომატიურ მცდელობებზე, რათა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც შეინარჩუნებენ, და რომელსაც დაიცავენ სეპარატისტები და რუსეთის მომხრეები. ბაიდენმა სანქციებით მუქარა გამოთქვა რუსეთის მიმართ, თუ მოსკოვი არ შეწყვეტს სეპარატისტებისთვის მხარდაჭერას და უკრაინაში იარაღის შეგზავნას. ბაიდენმა და პოროშენკომ ეს საუბარი გამართეს სამ ივლისს, როცა სახელმწიფოთა ლიდერები ცდილობენ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას.