დღეს დაიხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია

დღეს იხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს უნდა დაიხუროს. შესაბამისად, ეს დღეს ბიუროს ფორმატში მოხდება. ბიუროს სხდომა 11:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სახლში ჩატარდება. ამასთან, პარლამენტი, რომელსაც არჩევნების გამო მუშაობა აქვს შეჩერებული, ივლისში რიგგარეშე სხდომებს გამართავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც დეპუტატები სხდომების განახლების შემდეგ განიხილავენ, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება იქნება.