გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე, გაზის მოპოვებისა და დისტრიბუციის დაწყება გახლდათ. პროექტს ამერიკული კომპანია "ფრონტერა" ახორციელებს. მწარე ხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება 2014 წლის 20 ივნისიდან განხორციელდება.
ამ ფაქტს საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები და კომენტარები მოჰყვა როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლების, ისე ეკონომიკური ექსპერტებისა და მედიის მხრიდან, რითაც კიდევ ერთხელ დაედო საფუძველი საქართველოს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნად გადაქცევის პერსპექტივაზე საუბრებს, რაც საქართველოში პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
გასულ კვირას ითქვა, რომ კომპანია „ფრონტერამ“, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს და, სხვათა შორის, 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო აღმოაჩინა. საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსმა შემდეგ დააზუსტა, რომ ეს არა დადასტურებული, არამედ საპროგნოზო მარაგია.
თუ ეს მონაცემი სიმართლეს შეესაბამება, ეს, მართლაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია საქართველოსთვის, თუმცა, ზოგადად, სხვადასხვა ექსპერტული მონაცემებით, საქართველოში ნავთობის რესურსის რაოდენობა, დაახლოებით, 680 მილიონი ტონაა, ხოლო ბუნებრივი აირისა - 150 მილიარდ კუბ. მეტრსაც კი აღწევს. მთავარი მისი რეალური მოპოვებაა.
ნავთობისა და გაზის მოპოვების მასშტაბები საქართველოში, განსაკუთრებით დღეს, საკმაოდ მოკრძალებულია:
საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს კერძო კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად ხუთი ინვესტორი კომპანია ახორციელებს, დანარჩენი 7 კომპანია კი ძებნა-ძიების სამუშაოებს ეწევა.
საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან მოპოვებულია, საშუალოდ, 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.
რაც შეეხება გაზს, საქართველოში მისი მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორ-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა. თავისუფალი გაზის მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზის წლიური მოპოვება, საშუალოდ, 16.5 მლნ. კუბ. მ-ია. სულ საქართველოში მოპოვებულია 2.8 მლრდ. კუბ. მ. გაზი, საიდანაც თავისუფალი გაზის რაოდენობა 552.8 მლნ. კუბ. მ-ს შეადგენს. საქართველოში დღეისათვის გაზის მოპოვებითი სამუშაოები მცირე რაოდენობით ხორციელდება.
შეცვლის თუ არა მნიშვნელოვნად ამ სურათს მწარე ხევის საბადოზე გაზის მოპოვების დაწყება, ამას უახლოესი წლების სტატისტიკაც გვიჩვენებს.