2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ ერთიორად შემცირდა ე.წ. სპეციალური უბნების რაოდენობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით 20 სპეცუბანია შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროში, 8 - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2 - შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთიც ხანდაზმულთა პანსიონატში.
392 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული გლდანის საპყრობილეში გახსნილ სპეცუბანში, თუმცა როგორც ხმის მიცემის პროცესში გაირკვა, პირადობის მოწმობის უქონლობის გამო, მხოლოდ 11-მა შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძვანელის, ქეთევან ჩაჩავას თქმით, ამგვარი ვითარება შეიქმნა იმის გამო, რომ ვერ მოხერდა ყველა განსასჯელის პირადობის მოწმობით უზრუნველყოფა.
„ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც 2013 წლის არჩევნებისათვის ძალიან პოზიტიური გამონაკლისებული იყო დაშვებული, როდესაც წინასწარ ციხის ადმინისტრაციამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მოახდინეს რეაგირება და წინასწარ მიაწოდეს ან სულაც დაუმზადეს პატიმრებს პირადობის მოწმობები. მოგეხსენებათ, რომ პატიმრობაში მყოფ პირებს თან არ აქვთ არანაირი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ამ ეტაპისათვის, როგორც ციხის ადმინისტრაციამ განგვიცხადა, შეატყობინეს ინფორმაცია პატიმრების ოჯახებს, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან ცოტა პირადობის მოწმობა იქნა მიწოდებული პატიმრებისათვის და შესაბამისად ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზება“, უთხრა ქეთევან ჩაჩავამ რადიო თავისუფლებას.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 150-კაციანი სადამკვირვებლო მისიით ხმის მიცემის პროცესს ყველა სპეცუბანსა და საარჩევნო ოლქში აკვირდება, თუმცა როგორც ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რამე სახის მნივნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. მშვიდი ვითარება იყო ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში გახსნილ,127-ე სპეციალურ უბანზეც.
„უბანი გაიხსნა დილით 7 საათზე, პირველი ამომრჩეველი მივიღეთ 08.05 საათზე. ოცეულების მიხედვით მოდიან სამხედროები, აძლევენ ხმას. ამჟამად გატარებული არის 159 ამომრჩეველი“, განუცხადა ჟურნალისტებს უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნინო დვალმა.
სპეციალური უბნების რაოდენობის განსაზღვრისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გადაცემული სიებიდან გამომდინარე. ცესკოს პრესსამსახურის უფროსის, ეკა აზარაშვილის თქმით, წინა არჩევნებზე 34 სპეცუბანი იყო, ახლა კი მხოლოდ 20 გაიხსნა.
„იგივე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნაკლები ამომრჩეველი ყოფილიყო სპეცსიებში, ხოლო დანარჩენ ამომრჩევლებს, ანუ იმათ, ვინც მსახურობენ და არიან სამხედრო სამსახურში, თავიანთი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა - სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ გაცილებით ნაკლები სპეცუბანია შექმნილი და მსგავსი კლება არის სხვა უბნებთან მიმართებაშიც. ჩვენი ინფორმაციით, სპეცუბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოგვსვლია“, უთხრა ეკა აზარაშაილმა რადიო თაისუფლებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ სპეციალური სიებისა და, შესაბამისად, სპეცუბნების შემცირებით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უარი თქვა მანკიერ პრაქტიკაზე, როცა ჯარისკაცები, პოლიციის თანამშრომლები და განსასჯელები დახურულ გარემოში და, ხშირ შემთხვევაში, იძულებით აძლევდნენ ხმას. ასოციაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის თქმით, მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ 2012 წლის არჩევნებზე 72 სპეცუბანი იყო გახსნილი:
„კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, თუ როგორ აძლევენ ხმას მასობრივად, როგორ მიდიან - თავისი სურვილით, თუ ვინმე უკეთებს ორგანიზებას და ა.შ. ამიტომ ახლა, სამხედრო მოსამსახურეები ძირთიადად ხმას აძლევენ საცხოვრებელი ადგილების მიმხედვით.“
ცესკოს მონაცემებით, 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 3 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მისცა ხმა დისლოკაციის ადგილის მიხედვით, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი ჩაჩავა ამბობს, არც პენიტენციური სისტემისა და არც თავდაცვის სამინისტროს სპეცუბნებზე საეჭვოდ მაღალი აქტივობა, რომელიც ამომრჩევლებზე კოლექტიური ზეწოლის ეჭვს გააჩენდა, არ დაფიქსირებულა.
„ამ ეტაპისათვის მსგავსი სახის აქტივობა არ შეგვინიშნავს. არც დაძაბულობა, არც ბრძანებით მიყვანის ფაქტი არ გამოვლენილა იმ სპეცუბნებში, რომლებიც მდებარეობს თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე“, უთხრა არასამთავრობო ორგანიზაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩვამ რადიო თავისუფლებას.