ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევს და მასთან ერთად ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეებს - ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარიძეს. ისინი ბათუმის პოლიციამ შარშან, სექტემბერში დააკავა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მოგვიანებით პროკურატურამ დაკავებულ პირებს ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი განაცხადა, რომ იუსუფ ლაკაევი სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ლაკაევი არ დასწრებია.
Your browser doesn’t support HTML5