დღეს ბათუმში გაიმართა ჟურნალისტების აქცია, რომლის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ტელეკომპანია „25-ე არხის“ კორესპონდენტს ჯაბა ანანიძეს. მან დღეს პროკურატურას მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მედეა ვასაძესთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო. ჟურნალისტი დეპუტატს მუქარასა და დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, პროკურატურას მიმართავს მედეა ვასაძეც. უთანხმოებას წინ უძღოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო ხარჯებისა და დეპუტატების საქმიანობის ეფექტურობის შესახებ ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება.
Your browser doesn’t support HTML5