ღვინის გამოფენა „ექსპო-ჯორჯიაში“
Your browser doesn’t support HTML5
6-8 ივნისს თბილისში საგამოფენო ცენტრ „ექპო-ჯორჯიაში“ ღვინის საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის აშშ, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, უკრაინა... მონაწილეობენ როგორც ღვინის კომპანიები, ასევე ის მეწარმეები, რომელთა პროდუქციაც მეღვინეობასთან არის დაკავშირებული. ღონისძიების მიზანია სფეროს წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის დამყარება და პროდუქციის რეალიზებისთვის ახალი კლიენტების მოძიება.