აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებაში გრძელდება ცვლილებები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ინდირა ვარდანიას პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ბგანბამ ვიცე-პრემიერს პოსტი დაატოვებინა ბესლან ეშბას. გათავისუფლებულია აგრეთვე ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი მურმან ჯოპუა. მის მოვალეობას დროებით შეასრულებს ადმინისტრაციის მეთაურის პირველი მოადგილე მიხეილ აგრბა.