ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღემდე ქუთაისის მერობის კანდიდატები ამომრჩეველს აქტიურად ხვდებიან და საკუთარ პროგრამებს აცნობენ.
ხმის უფლების მქონე ქუთაისელებს 15 ივნისს არჩევანის გაკეთება მერობის შვიდ კანდიდატს შორის მოუწევთ. უმუშევრობის დაძლევა და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამაშია გაწერილი, თუმცა განსხვავებულია მათი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მერობის კანდიდატთა ნაწილს ქუთაისისთვის ინდუსტრიული ქალაქის მნიშვნელობის დაბრუნება სურს, ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით აპირებს მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ნაწილი კი უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მაგდა გაბრიჩიძე დასაქმების პრობლემის მოგვარებას სპეციალური ფონდის შექმნითა და შეღავათიანი კრედიტების გაცემით ფიქრობს.
ბიუჯეტის დაზოგვით და თანხების გამოთავისუფლებით გეგმავს ქალთა დასაქმებას ხათუნა მაჭავარიანი, რომელიც ბლოკის „თვითმმართველობა ხალხს“ ქუთაისის მერობის კანდიდატია. ხათუნა მაჭავარიანისავე განცხადებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის უცხოური გამოცდილების გაზიარებაა აუცილებელი.
ქუთაისელთა დასაქმებას პრიორიტეტად ასახელებს მერობის ყველაზე ახალგაზრდა, 29 წლის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე. ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი ირაკლი კიკვაძე ქუთაისს სამრეწველო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ჰპირდება.
შემოვლითი გზის მშენებლობას მცირე მეწარმეებისთვის დამღუპველად მიიჩნევს „ერთიანი ოპოზიციის “ ქუთაისის მერობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი, ქუთაისის ყოფილი მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობას სთავაზობს.
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებლად მიიჩნევს ინფრასტრუქტურის გამართვას მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილი ქუთაისის მერობის კანდიდატი. შოთა მურღულია, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასა და სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობით აპირებს ქუთაისელი მცირე მეწარმეებისთვის ხელის შეწყობას.