საგარეჯოში საპროტესტო აქცია გაიმართა ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობის მოპოვების სამუშაოებია, რის გამოც შეიძლება ისინი სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეებს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი შეხვდა. რა პასუხი აქვთ „კანარგო ჯორჯიაში“?
საგარეჯოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ნავთობკომპანია “კანარგო ჯორჯიას“ დაუპირისპირდა. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წყლის სათავე ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობმოპოვებითი სამუშაოები აფეთქების მეთოდით ხორციელდება, რამაც წყლის დებეტის კლება გამოიწვია. აქციის მონაწილე ვახტანგ ლეგაშვილი შიშობს, რომ თუ სამუშაოები არ შეჩერდა, შესაძლოა ქალაქს წყალმომარაგება საერთოდ შეუწყდეს:
„ჩვენ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვეუბნებით, გაგვარკვიეთ, რის საფუძველზე არის შემოსული კომპანია, რა საბუთებს ფლობს, რომ საძიებო სამუშაოებს ატარებსო, და გვეუბნებიან, რომ ალტერნატიული წყალი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ძველი აღარ იქნება?“
ადგილობრივების პრობლემები მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა პირადად მოისმინა, მაგრამ დეპუტატი მოსახლეობამ კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა და „კანარგო ჯორჯიას“ მიერ საგარეჯოს დატოვება მოითხოვა. აქციის მონაწილეებმა 2004 წელი გაიხსენეს, როდესაც ნავთობმოპოვებითი სამუშაოების დროს მომხდარმა აფეთქებამ სოფლის სასმელი წყლით მომმარაგებელი სათავე ნაგებობა დააზიანა. ამის შემდეგ ნინოწმინდელები ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივიან:
„ხალხმა დაკარგა წყალი, რითიც განთქმული იყო საგარეჯო“.
„2004 წელს ნინოწმინდის საბადოზე მოხდა აფეთქება, რის გამოც ხალხი მოიწამლა. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს“.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ის კომპანიის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და მათგან მიიღო პირობა, რომ სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში შეჩერდება - იმ დრომდე, სანამ ექსერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, უქმნის თუ არა საფრთხეს მიმდინარე სამუშაოები სასმელი წყლის მიწოდებას:
„ასეა თუ ისეა, წყალი დაკარგულია, მაგრამ დასადგენია მიზეზი, იმიტომ რომ ეს შესაძლოა ბევრი რამის გამო ხდებოდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოების გამოა, „კანარგო“ ამბობს, რომ ის არაფერ შუაში არ არის. ამის დასადგენად არსებობს ერთადერთი გზა - ჩატარდეს სრულყოფილი ექსპერტიზა. ამიტომ შეთანხმება ასეთია: „კანარგო“ სამუშაოებს ერთი თვის განმავლობაში შეაჩერებს და ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ექსპერტიზაც“.
რა პოზიცია აქვს თავად ნავთობმომპოვებელ კომპანია „კანარგოს“ მოსახლეობის პროტესტის მიმართ და გაითვალისწინებენ თუ არა საგარეჯოელთა ნაწილის მოთხოვნებს? - ამ შეკითხვაზე ჩვენ კომპანიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. აი, რა გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში:
„ამ ეტაპზე კომპანია განცხადებას არ გააკეთებს და, შესაბამისად, ინტერვიუც არ შედგება თქვენთან“.
2004 წლის შემოდგომაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში „კანარგო ჯორჯიას“ ერთ-ერთ ჭაბურღილზე ავარია მოხდა და ნავთობი ამოიფრქვა. ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი. გაითვალისწინებენ თუ არა ხალხის მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, როდესაც ექსპერტიზის პასუხი გახდება ცნობილი.

ასეა თუ ისეა, წყალი დაკარგულია, მაგრამ დასადგენია მიზეზი, იმიტომ რომ ეს შესაძლოა ბევრი რამის გამო ხდებოდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოების გამოა, „კანარგო“ ამბობს, რომ ის არაფერ შუაში არ არის. ამის დასადგენად არსებობს ერთადერთი გზა - ჩატარდეს სრულყოფილი ექსპერტიზა...თინა ხიდაშელი