საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია ახალი გამოწვევის წინაშეა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული სოციალური ჯანმრთელობის დაზღვევის ოთხწლიანი პროგრამა წელს იწურება. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, სავარაუდოდ, სრულად მოიცავს კერძო სექტორის მიერ დაზღვეულ სახელმწიფო სოციალური პროგრამების ბენეფიციარებს და სადაზღვევო ინდუსტრია განვითარების ახალ, წმინდა კომერციულ ფაზაში გადავა.
ეს ნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო სისტემას სერიოზულ კონკურენტულ გარემოში მოუხდება თავის გატანა, რაც მას ახლებური მართვისა და სერიოზული საფრთხეების წინაშე აყენებს, თუმცა, მეორე მხრივ, უფრო გააზრებული მართვის შესაძლებლობასაც იძლევა.
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების მიერ გასული წლის მანძილზე მოზიდულმა პრემიამ, სახელმწიფო სოციალური პროგრამების ჩათვლით, 417,150,341 ლარი შეადგინა, სახელმწიფო სოციალური პროგრამების გარეშე - 252,697,325 ლარი. ამ 252 მილიონიდან უმსხვილესი წილი ჯანდაცვაზე მოდის - მას ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის პორტფელში 72,46%-იანი წილი უჭირავს.
სადაზღვევო ბაზარზე 14 კომპანიაა. აქედან მომხმარებელს სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს 12 კომპანია სთავაზობდა. სახელმწიფო პროგრამების გარეშე, მოზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ალდაგი - 91,509,443 36%; ჯიპიაი ჰოლდინგი - 58,469,356 23%; არდი - 22,064,022 9%; ირაო - 20,305,792 8%; აისი ჯგუფი - 12,591,686 5%.
სხვათა შორის, კერძო კომპანიებისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 47% მზად არის თვეში 1-დან 30 ლარი და მეტი გადაიხადოს ზუსტად ისეთ სამედიცინო დაზღვევაში, როგორიც უნდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.6 მილიონი ზრდასრული მოქალაქე - არასახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეზე ოთხჯერ მეტი - მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს.
თუმცა, ცხადია, ამ პოტენციალს ათვისება და მოქნილი სადაზღვევო ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება სჭრდება, რაც ჯერჯერობით სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული არ არის.
ზოგადად, დაზღვევის სფეროს ექსპერტები მიჩნევენ, რომ სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტის შემდეგ კონკურენცია დაზღვევის ყველა სახეობაში გაიზრდება.
მათ შორის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტომობილების დაზღვევა, სადაც, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული მილიონამდე ავტომობილიდან სულ 52 000-მდეა დაზღვეული.
დღეისათვის არსებული ინფრმაციით, მთავრობა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას სხვებისთვის ზიანის მიყენებაზე დაზღვევას ითვალისწინებს. არსებობს მოლოდინი, რომ კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა.
ასევე პრაქტიკულად აუთვისებელია შენობა-ნაგებობების, კერძო ბინების, სახლების, აგარაკების დაზღვევა, რაც საკმაოდ საინტერესო სეგმენტია და საქართველოში ნაკლებად გავრცელებული.
შესაბამისად, ერთი მხრივ, სახელმწიფო დაკვეთის მოხსნა სადაზღვევო კომპანიებს გარანტირებულ ფინანსურ წყაროებს შეუმცირებს, მეორე მხრივ კი, მათ აიძულებს უფრო მოქნილები იყვნენ და სადაზღვევო ბაზარზეც არაერთ ახალ პროდუქტს გააჩენს, რაც მომხმარებლისთვის არჩევანს გაზრდის. მით უმეტეს, თუ სავალდებულო ავტოდაზღვევა არ იქნა შემოღებული და ამით კომპანიებს დამატებითი წყარო არ გაუჩნდათ.