გუშინ ჩემი ფეისბუკის მეგობრების სტატუსები თითქმის მთლიანად წიგნის გამოფენას ეძღვნებოდა. პირველი ამჟამად გერმანიაში მცხოვრები ცნობილი პოეტის, ბელა ჩეკურიშვილის, ჩანაწერი მომხვდა თვალში:
,,თბილისის წიგნის ფესტივალი ის დღეებია, როცა თბილისში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.
წლების მანძილზე მივდიოდი იქ, ვათვალიერებდი და ვუსმენდი ყველაფერს გაფაციცებით, ვყიდულობდი და მჩუქნიდნენ წიგნებს, ვიწერდი ინტერვიუებს, კომენტარებს, მერე გავრბოდი რედაქციაში, რომ ეს ყველაფერი სტატიად მექცია და ეს ის შემთხვევა იყო, როცა არც მოსმენა მეზარებოდა, არც ჩაწერა და არც მერე - სტატიად ქცევა...
თბილისის წიგნის ფესტივალი, შეიძლება ითქვას, ჩემთან ერთად გაიზარდა. ჰოდა, სულ ევლოს და ევლოს და ცხრა მთაც გადაევლოს (ჩემსავით)“, - წერდა ბელა ჩეკურიშვილი.
ამ ემოციურ ჩანაწერში კარგად ჩანს ქართველი მკითხველი საზოგადოების დამოკიდებულება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისადმი, რომელიც წელს უკვე მეთექვსმეტედ იმართება და ამასობაში საკმაო გამოცდილებაც დააგროვა. გამომცემლობა ,,სიესტას“ დირექტორმა ქეთევან კიღურაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წელს გამოფენაზე პირველივე დღეს დამთვალიერებელთა სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა. ხალხი აქ დიდი ინტერესით მოდის და ხშირად სწორედ ისინი მიანიშნებენ გამომცემლობას, როგორ უნდა იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში, რა წიგნები აინტერესებთ და რითი შეიძლება განისაზღვროს საგამომცემლო პოლიტიკა. ქეთევან კიღურაძე ამბობს:
,,თბილისის წიგნის ფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გარდა იმისა, რომ პირადად ვხვდებით ჩვენს მკითხველს და გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ ან რისი თარგმანი უნდათ, მერე ამას მთელი წელი ვითვალისწინებთ. მკითხველი ძალიან ერთგულია ხოლმე გამომცემლობისა, თავისი გამოცდილებით არჩევს ხოლმე გამომცემლობას, მასთან მიდის და წინა წელს გამოცემული წიგნებიდან გამოცდილებას უზიარებს“.
გარდა ამისა, განსაკუთრებულია უცხოელი გამომცემლებისა და ავტორების სიუხვეც წლევანდელ ფესტივალზე. ამ დროს აქამდეც მუდმივად ჩამოდიოდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოფენაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და უცხოური კულტურის ცენტრებიც, მაგრამ წლევანდელ გამოფენაზე მაინც საზღვარგარეთელ სტუმართა უპრეცედენტო რაოდენობამ მოიყარა თავი. ქეთევან კიღურაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამ ფაქტს თავისებურად ხსნის:
,,რაც მოეწერა ხელი იმას, რომ საქართველო უნდა იყოს 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა, ჩვენ მიმართ უცხოელების ყურადღება გაორმაგდა. ამდენი უცხოელი სტუმარი არ გვყოლია არასდროს - უცხოელი სტუმარი, არა მარტო ჩვენი ხარჯებით დაფინანსებული, არამედ როცა თავისი ინტერესით მოდიან. რაც შეეხება რეგიონს, რეგიონიდან ძალიან ბევრნი არიან სომხები და აზერბაიჯანელები თავიანთი ავტორებით ჩამოსულები და, მე ვიტყოდი, კავკასიის რეგიონში წიგნისა და საგამომცემლო საქმეში ამხელა ღონისძიება ნამდვილად არ არის. ამიტომ ძალიან სასურველი იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ზუსტად ამ ფესტივალის განვითარებას, რომ მან მიიღოს, უფრო სწორად, - მიღებულიც აქვს და დამკვიდრებულიც, - უბრალოდ, შეინარჩუნოს ეს რეგიონალური ლიტერატურული თუ საგამომცემლო სტატუსი“.
ქეთევან კიღურაძე ის ადამიანია, ვინც თბილისის წიგნის ფესტივალში მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს, როგორც გამომცემლობა „სიესტას“ დირექტორი და ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამიტომაც საინტერესოა მისი მოსაზრება იმაზე, თუ რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, რა განვითარდა და, პირიქით, რა შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ დღემდე, რომ ჩვენი წიგნის ფესტივალი კიდევ უფრო ეფექტიანი და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენა ყოფილიყო. კიღურაძე აღნიშნავს:
,,რაც შეეხება ფესტივალის განვითარებას, ფესტივალი იზრდება, ჩვენი მნახველები ყოველ წელს უფრო მეტნი არიან, გაყიდვებიც იზრდება. რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილებები შეიძლება იყოს ან ამინდიდან გამომდინარე (შარშან იყო, წვიმები დაემთხვა), ან იყო ერთ წელს 26 მაისი დაემთხვა და იმ დღეს ვერ მოვიდა იმდენი ხალხი, რადგან გადაკეტილი იყო ქუჩები. ასეთ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, სადღაც სამოცი ათასამდე მნახველი ჰყავს ჩვენს ფესტივალს და სამოცი ათასამდე მნახველი თბილისში არანაირ სხვა ღონისძიებას და ფესტივალს არა ჰყავს, რაც ძალიან სასიხარულოა და მხარდასაჭერი, რომ წიგნს და წიგნიერებას ჰყავს ამდენი გულშემატკივარი“.
საქართველოს მასშტაბების კვალობაზე, მართლაც, შთამბეჭდავი და, რაც მთავარია, ძალზე დამაიმედებელი ციფრია. ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, წიგნიერების დონე - ყოველ შემთხვევაში, წიგნისადმი ინტერესი - ძალიან მაღალია და ხალხს, ამდენი პრობლემის მიუხედავად, კითხვისა და განათლების სურვილი მაინც შერჩა. თუმცა ქეთევან კიღურაძე ქვეყნის მთავრობის წლევანდელი მხარდაჭერით უკმაყოფილოა და ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:
,,მთავრობის მხრიდან მეტ მხარდაჭერას ველოდით. როცა ვამბობ, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და უცხოელი სტუმრები და დაინტერესებული პირები იმატებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარების საშუალება და მეტი ღონისძიებები რომ შევთავაზოთ - პრეზენტაცია იქნება, თარგმანი თუ ასე შემდეგ... მაგრამ დაფინანსება არ გაზრდილა, თუმცა ამაზე შეტანილი გვქონდა წერილი კულტურის სამინისტროში“.
არადა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ წიგნის ფესტივალი მაინც საერთო სახალხო ღონისძიებაა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხალხი წიგნის მიმართ გაგულგრილდა, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ადამიანების ცხოვრების ზოგადი დონის გათვალიწინებით, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს მაინც შემორჩა წიგნის, ლიტერატურის ჩვენი ვითარებისთვის უჩვეულოდ დიდი ინტერესი. ამიტომაც, ეგებ მთავრობამაც სერიოზულად იფიქროს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს ამ ღონისძიებას, რომ თბილისის წიგნის ფესტივალი მართლაც ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.
,,თბილისის წიგნის ფესტივალი ის დღეებია, როცა თბილისში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.
წლების მანძილზე მივდიოდი იქ, ვათვალიერებდი და ვუსმენდი ყველაფერს გაფაციცებით, ვყიდულობდი და მჩუქნიდნენ წიგნებს, ვიწერდი ინტერვიუებს, კომენტარებს, მერე გავრბოდი რედაქციაში, რომ ეს ყველაფერი სტატიად მექცია და ეს ის შემთხვევა იყო, როცა არც მოსმენა მეზარებოდა, არც ჩაწერა და არც მერე - სტატიად ქცევა...
თბილისის წიგნის ფესტივალი, შეიძლება ითქვას, ჩემთან ერთად გაიზარდა. ჰოდა, სულ ევლოს და ევლოს და ცხრა მთაც გადაევლოს (ჩემსავით)“, - წერდა ბელა ჩეკურიშვილი.
მთავრობის მხრიდან მეტ მხარდაჭერას ველოდით. როცა ვამბობ, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და უცხოელი სტუმრები და დაინტერესებული პირები იმატებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარების საშუალება და მეტი ღონისძიებები რომ შევთავაზოთ - პრეზენტაცია იქნება, თარგმანი თუ ასე შემდეგ...ქეთევან კიღურაძე