რუსეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება. ორი ქვეყნის მოლაპარაკებების შედეგად, გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს რამდენიმე სახეობის ხილ-ბოსტნეული ემატება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერმა მეზობელი სახელმწიფოს ბაზარზე პროდუქციის რეალიზება მოახდინოს? ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში ვიზიტის დროს ილაპარაკა.
მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ბაზარი ქართული ხილისა და ბოსტნეულისათვის იხსნება. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ახალი კარტოფილი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები დაემატება. აღნიშნულ ფაქტს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დადებითად აფასებს. მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
მალხაზ ჟუჟნაძისგან განსხვავებით, საქართველოს რუსეთთან ბიზნესპარტნიორულ ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენელი. გელა დემეტრაძის თქმით, რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და მისი ქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომ იგი ფიქრობს, რომ ბიზნესმენების მხრიდან თანხის ჩადება პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანის მიზნით ამ ეტაპზე რისკის ტოლფასია. გარდა ამისა, გელა დემეტრაძეს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთის ბაზრის ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულით მომარაგებისთვის საქართველოს რესურსი ჯერჯერობით არ გააჩნია.
რუსეთში პროდუქციის გატანის მსურველი ქართველი ფერმერები, თავდაპირველად, საჯარო რეესტრში ბიზნესოპერატორებად უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, უნდა ფლობდნენ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს, რომელსაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან შემოსავლების სამსახურში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღებენ. გარდა ამისა, მეწარმემ, საბაჟო პროცედურების გავლის მიზნით, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება უნდა მოახდინოს და წარმოშობის სერტიფიკატი აიღოს. გურამ ჯინჭველაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცედურების გავლა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ სხვა სირთულეები არსებობს. მისი თქმით, რუსეთში პროდუქციის ექსპორტით სარგებელს უფრო მეტად ქვემო ქართლის ფერმერები მიიღებენ. გურამ ჯინჭველაძე განმარტავს, რომ სამცხე-ჯავახეთში მოსავლის აღება იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთი ბაზარს უკვე საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.
რუსეთის ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის გატანის ფაქტს ადგილობრივები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ ამისთვის ქვეყანა ჯერ მზად არ არის. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ეს ქართულ ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. საზოგადოების ნაწილისთვის კი ადგილობრივი წარმოების ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი ეკონომიკური წინსვლისთვის საუკეთესო გამოსავალია.
რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქციის გატანა 2013 წლის 28 ივნისიდან არის დაშვებული. ამ დროისათვის კი მაღალი რისკის შემცველობის პროდუქტის ექსპორტია შესაძლებელი. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან და, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. აღნიშნული პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდება.