საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის რუსეთში გატანის ინიციატივას იმერელი გლეხები დადებითად აფასებენ. იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, წყალტუბოს ქვედა ზონის, სოფლის მცხოვრებნი, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო სასათბურე მეურნეობებიდან შემოსული თანხებია, ფიქრობენ, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის გატანა მათ შესაძლებლობას მისცემს მეურნეობები გააფართოონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ.
გოგისვანიძეების ოჯახს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ხუთი სათბური აქვს, სადაც პომიდორი და ბულგარული წიწაკა მოჰყავს. გასული წლის მოსავლით კმაყოფილებმა, წელს ორი სათბური ბანკიდან აღებული სესხით გამართეს. ოჯახის დიასახლისი რუსუდან გოგისვანიძე ამბობს, რომ გასულ წელს პროდუქტს ადგილობრივ ბაზრებში ბითუმად ყიდიდნენ და იმედი აქვთ, რომ ხარისხიან პროდუქტს წელსაც ხელსაყრელ ფასად გაყიდიან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთში, პატრიკეთში, ოფშკვითში, საყულიაში, ტყაჩირში, მაღლაკში, ფარცხანაყანებში, მესხეთსა და ქვიტირში -მცხოვრებთა შემოსავლის ერთადერთი წყარო მწვანილის სათბურებია. იმერელი გლეხების თქმით, გაზაფხულზე მწვანილზე მოთხოვნამ იკლო და მოსავლის ნაწილი გადაყარეს კიდეც. მესათბურეებს მიაჩნიათ, რომ ქართული ბოსტნეული და მწვანილი, რუსეთის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, კონკურენტუნარიანი იქნება და მთავარია თავად გლეხებს მიეცეთ პროდუქტის გატანის საშუალება.
მწვანილის ნაირსახეობა გასულ წელს რუსეთში საექსპორტო დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველ პროდუქტთა ჩამონათვალში ვერ მოხვდა და არც ახლახან დამტკიცებულ მაღალი რისკის მქონე ხილისა და ბოსტნეულის ნუსხაშია.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა მწვანილის ნაირსახეობა რუსეთში საექსპორტო პროდუქტთა ნუსხაში, პასუხი არა აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელს, მერაბ ჩიკვაიძეს. მისივე განცხადებით, შესაბამის უწყებებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება და სექტემბრის თვიდან მწვანილი მცენარეული წარმოშობის საექსპორტო პროდუქციის სიას აუცილებლად დაემატება.
რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ საექსპორტო პროდუქტის განსაზღვრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა და რომ საკითხს სულ მალე განიხილავენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაკონტროლებელი უწყების წარმომადგენლები საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან და ხილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ.