თბილისში გაიხსნა მემორიალი - აფხაზეთის ქვა
Your browser doesn’t support HTML5
23 მაისს, პირველად საქართველოში, აფხაზეთის დღე აღინიშნა. ეს დღე საქართველოს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა და სიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება. სიმონ კანანელი იყო ერთ-ერთი თორმეტი მოცუქულიდან, რომელმაც საქართველოში იქადაგა და აქვე აღესრულა. იგი დაკრძალულია აფხაზეთში, რომლის ტერიტორიასაც საქართველო ამჟამად ვერ აკონტროლებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, ქვების პარკში, გახსნა მემორიალი, აფხაზეთის ქვა, რომელზეც ამ კუთხის გამოჩენილი მოღვაწეების სახელებია ამოტვიფრული.