„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ჩვენს ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი, გრიგოლ ბეკოშვილი, განსაკუთრებული ადამიანია. ის გერმანიაში, რაინისპირეთში, გაიზენჰაიმში სწავლობს ღვინის ეკონომიკას. მის გარდა გადაცემის მთავარი ფიგურაა ღვინო, ქვევრის ღვინო, რომლის ერთ დიდოსტატსაც, სოლიკო ცაიშვილსაც, შეხვდებით დღევანდელ პროგრამაში. მსმენელს ასევე რჩევებს აძლევს მიგრაციის და განვითარების ცენტრის თანამშრომელი ირმა წერეთელი.
Your browser doesn’t support HTML5