უკრაინაში დასასრულს უახლოვდება წინასარჩევნო კამპანია

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები 23 მაისს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ბოლოჯერ ისარგებლებენ კანონით მინიჭებული სააგიტაციო უფლებით. წინასწარი გამოკითხვით არჩევნებში გამარჯვების ყველა მეტი შანსი აქვს 48 წლის უკრაინელ მაგნატსა და საკანონმდებლო ორგანოს წევრს, პეტრო პოროშენკოს. იგი დაახლოებით 20 პროცენტით უსწრებს დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ტარდება. თუ გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდება, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური 15 ივნისს გაიმართება. არჩევნების ფონია შეტაკებები ქვეყნის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. 22 მაისს დონეცკის ქალაქ ვოლნოვახაში უკრაინის არმიის პოსტზე მოწყობილ თავდასხმას 16 ჯარისკაცი შეეწირა. შეტაკებებით დაიწყო 23 მაისი. იუწყებიან, რომ ალყაში მოჰყვა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები დონეცკის სოფელ კარლოვკასთან. ცნობების თანახამად, ქვედანაყოფის ნახევარმა შეძლო ალყის გარღვევა, თუმცა არიან დაჭრილები. ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიანი შეტაკებების ფონზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვას სთხოვა.