„ახალი ევროპის“ თემა დღეს სურსათია, უფრო კონკრეტულად, სურსათის შენახვის ვადა და ის, თუ რატომ აპირებენ ევროპის კავშირში ზოგიერთ პროდუქტზე აღარ მიუთითონ ვარგისიანობის თარიღი. ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია 89 მილიონი ტონა. 89 მილიონი ტონა საჭმელი. აი, სწორედ ამ რაოდენობის პროდუქტს ყრიან ევროპელები ნაგავში, როცა მას ვადა გაუდის. ამ გადაყრის შესამცირებლად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა გამოვიდა ინიციატივით, შენახვის მინიმალური ვადა აღარ დააწერონ ეტიკეტს. ეს ეხება იმ პროდუქტს, რომელიც დიდხანს ინახება, დიდხანს ძლებს და არამალფუჭებადია, როგორიცაა ხორცი ან რძის ზოგიერთი პროდუქტი. ამ თემაზე სჯა-ბაასი გაიმართა ევროკავშირის საბჭოში, სადაც ორშაბათს, 19 მაისს, წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიკრიბნენ და იმსჯელეს, როგორ შეამცირონ მაინც კვების პროდუქტების გადაყრის პრაქტიკა. წინადადებით გამოვიდნენ ნიდერლანდი და შვედეთი, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გაფართოვდეს იმ პროდუქტების სია, რომლებზეც, ევროკავშირის კანონის თანახმად, არ არის საჭირო შენახვის ვადის მითითება. ამ ინიციატივას მიემხრო ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა, გერმანია, რომლის სავაჭრო გაერთიანების ცნობით, წარწერა ეტიკეტზე - „მოხმარების ვადა“, ან „ვარგისია“, ან „მინიმალური შენახვის ვადა“ - აღარ იქნება სავალდებულო. ასეთ სიაში კი ჩაიწერება: ჩაი, ყავა, ბრინჯი, მშრალი მაკარონი და ყველის გარკვეული ტიპები, რომლებიც დიდხანს ძლებს. ევროპის კავშირის მინისტრები ამ საჭიროებამდე მილიონობით ტონა სურსათის გადაყრის ფაქტმა მიიყვანა. რატომ ყრის ხალხი პროდუქტს? იმიტომ, რომ ენდობა მწარმოებელს და არ სურს უვარგისი პროდუქტი მიიღოს. როგორც ჩანს, ბევრს ერთმანეთში ერევა შენახვის მინიმალური ვადა და გაფუჭების ვადა. მინიმალური ვადა როცა გადის, ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია. რატომ აწერია შენახვის ვადა? ევროპის სასურსათო მაღაზიების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი აქვს „ლიდლს“, გერმანულ ფირმას, რომელსაც ასი ათასი თანამშრომელი ჰყავს შვედეთიდან მალტამდე ყველა ქვეყანაში მომუშავე თავის ფილიალებში. ჩეხეთის რესპუბლიკაში მის დისტრიბუციას განაგებს ტომაშ კუჟმა, რომელიც განგვიმარტავს, რატომ არის საჭირო შენახვის ვადა:
„შენახვის მინიმალური ვადა, პირველ რიგში, ემსახურება კვების პროდუქტების უსაფრთხოებას. ამის აზრი ის არის, რომ მომხმარებელმა არ მიიღოს საკვები, რომელიც ამისთვის ან აღარ არის ვარგისი, ან სულაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის“.
კუჟმა დასძენს, რომ ერთია სურსათის შენახვის ვადა, როცა პროდუქტი, უბრალოდ, საზიანო შეიძლება იყოს და მეორეა, როცა, უბრალოდ, კარგავს თვისებებს. ევროკავშირის სურსათის ამ სიაში, რომელიც მოიცავს მეტ-ნაკლებად მალფუჭებად პროდუქტს, პირველ რიგში, სურთ შეიტანონ ბრინჯი და, როგორც ვთქვით, მაკარონი. გერმანიის რადიოსთან ინტერვიუში ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მომხმარებელთა უწყების წარმომადგენელმა, ბერნჰარდ ბურდიკმა თქვა, რომ ამ პროდუქტშიც საჭირო იქნება დიფერენციაცია, რადგან ის მაკარონი, რომელიც კვერცხს შეიცავს, მალფუჭებადია და იტალიური მაგარი ხორბლის მაკარონი - არაო. თუმცა ამ ორი პროდუქტის გარდა, ბურდიკის თანახმად, აპირებენ სიაში შეიტანონ, მაგალითად, თევზის კონსერვი და სალამის ტიპის ძეხვი, რაც, მისი აზრით, სადავოა. გერმანელი სპეციალისტი განგვიმარტავს, თუ პროდუქტის გადაყრის შემცირება გვსურს, სხვა გზას უნდა დავადგეთ, რადგან რასაც ვყრით, იმას ხშირად სწორედ რომ არ აწერია შენახვის ვადაო, და ბერნჰარდ ბურდიკი ჩამოთვლის: ესაა ხილი, ბოსტნეული, პური, ნამცხვარი, საჭმლის ნარჩენები, მომზადებული კერძები. ჩეხეთის „ლიდლის“ დისტრიბუციის მენეჯერი, ტომაშ კუჟმა, სიფრთხილისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც სურსათის შეფუთვაზე აღარ სურს შენახვის ვადის მითითება:
„ადამიანი, უბრალოდ, გონივრული მსჯელობით, ვერ გადაწყვეტს პროდუქტის ვარგისიანობა-უვარგისობის საკითხს. ეს არის მწარმოებლის საქმე, ანუ იმის საქმე, ვისაც პროდუქტი ბაზარზე გამოაქვს“.
ის, რომ ევროპის კავშირში ცდილობენ პროდუქტის გადაყრას როგორმე წინ აღუდგნენ, მხოლოდ მისასალმებელია, მით უმეტეს, თუ იფიქრებთ იმაზე, რომ დედამიწის ბევრ კუთხეში ხალხი შიმშილობს. რამდენად მიუვა ის პროდუქტი, რომელსაც ევროპელი აღარ გადაყრის, აფრიკელს ან აზიელს, სხვა თემაა, მაგრამ ამაზე ფიქრიც შესაძლებელია. ტომაშ კუჟმა სხვა გზას ხედავს. ის ამბობს, უფრო მეტად იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანაწილოთ სურსათის რაოდენობაო:
„როგორ უნდა აღვზარდოთ მომხმარებელი, რომ მან მხოლოდ ის პროდუქტი შეიძინოს, რომელიც სჭირდება? უნდა შევეცადოთ, რომ კლიენტმა არ იყიდოს არასაჭირო პროდუქტი, რისკენაც უბიძგებს ხოლმე მას სურსათის მაღაზიებში ფასდაკლებები ან ბევრი რეკლამა, რის გამოც მომხმარებელი ზედმეტ სურსათს იძენს, სახლში ინახავს ბევრ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ სჭირდება. ეს არის არსებითი პრობლემა და არა ის, რომ გავაუქმოთ შენახვის ვადა პროდუქტის ეტიკეტზე, რაც მომხმარებლისთვის სახიფათოც კი შეიძლება იყოს“.
„ლიდლის“ მენეჯერის ნათქვამს დავძენთ რჩევებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ სურსათის შეძენის დროს:

- საყიდლებზე წასვლამდე კარგად შეამოწმეთ, რა გჭირდებათ, რა გაქვთ ჯერ კიდევ მარაგში და როგორია ამ პროდუქტის შენახვის ვადები. ხშირად „ვადაგასული“ სურსათის მიღება კიდევ დიდხანს შეიძლება ყოველგვარი საშიშროების გარეშე.
- ადვილად ფუჭებადი სურსათი, როგორიცაა, მაგალითად, ხორცი ან ქამა სოკო, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინეთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მალევე მოიხმართ.
- თუ ხშირად ხართ გარეთ და შინ არ სადილობთ ხოლმე, ნუ მოიმარაგებთ დიდი რაოდენობით სურსათს.
- მოერიდეთ მშიერი სურსათის საყიდლად წასვლას, ასეთ დროს მხოლოდ მეტ და არასაჭირო პროდუქტს შეიძენთ.
- არავის აწყენს ჩამოწეროს, რის ყიდვაა საჭირო. ეს ყოველთვის დაგეხმარებათ.