შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა. პროგრამის შეფასება და ანალიზი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია USAID-ისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გააკეთეს. პარალელურად ჩატარდა მოსახლეობის სატელეფონო კვლევაც.
დღეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისის მდგომარეობით, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 200 ათას ადამიანს გაეწია, სტაციონარული მომსახურება - 80 ათასს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა 27 ათასს, კარდიოქირურგიული - ათასს, ჰორმონო და სხივური თერაპია - 12 ათასს, იმშობიარა 32 ათასმა ქალმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშის თქმით, გამოკითხვის შედეგების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეების 96 პროცენტი კმაყოფილია ჰოსპიტალური ან გადაუდებელი მომსახურებით, ასევე კმაყოფილია გეგმიური ამბულატორული მომსახურებით მოსარგებლეთა 80 პროცენტი.
„გარდა ამისა, პროგრამის დადებით მხარედ ასახელებენ მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ტერიტორიული თვალსაზრისით, რადგან თავისუფალმა არჩევანმა ყველა პროვაიდერს მისცა შესაძლებლობა ამ პროგრამაში ჩართულიყო. ასევე მოსახლეობა აღიარებს, რომ მთავრობამ დაამტკიცა - ჯანდაცვა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ამბობს მარიამ ჯაში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა ყველაზე მეტად იმით არის უკმაყოფილო, რომ მომსახურების მისაღებად დიდხანს ლოდინი უწევს. ასევე, დიდმა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, პროგრამის ფარგლებში უფრო მეტი მედიკამენტის ღირებულება აუნაზღაურონ.
უშუალოდ რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი ხალხს არაერთგვაროვანი პასუხები აქვს:
„სარგებლობენ, ანალიზებს იღებენ, მაგრამ რამდენად სისტემატურად, ამას ვერ გეტყვით. ისე ბევრისგან გამიგია, რომ უმნიშვნელო ანალიზებია, თორემ რაც რეალურად არის საჭირო, ის არ ფინანსდებაო. ამაზე საყვედურებს გამოთქვამენ. მეც მჭირდება მკურნალობა, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან იმედი არა მაქვს, რომ ყველა ანალიზს გამიკეთებენ“, - ამბობს ნონა ქარჩავა.
„მეუღლეს აქვს საყოველთაო დაზღვევა, ოპერაცია დასჭირდა და ამიტომ დავრეგისტრირდით. ფული ჩვენც გადავიხადეთ და სახელმწიფოც დაგვეხმარა. რვა ათასამდე ჯდებოდა. ექვსი ათასი სახელმწიფომ გადაიხადა, ორი ათას რაღაცა - ჩვენ“, - ამბობს გიორგი ხომერიკი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამაზე არ შეჩერდებიან.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ახალი კლინიკების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე დაგეგმილია არსებული კლინიკების მიახლოება თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სფეროს წინაშე ორი მთავრი გამოწვევა იყო, პირველი - უსახსრობის გამო ადამიანს შესაძლოა ვერ ემკურნალა და დაღუპულიყო და, მეორე - ემკურნალა, მაგრამ ამისთვის მთელი ქონების გაყიდვა დასჭირვებოდა.
„თავისთავად ცხადია, რომ ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს ყველაგან ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ორი მთავარი გამოწვევა შარშანდელი მდგომარეობითაც კი უკვე მოგვარებული იყო“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილიც აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი წარმატებულია:
„ლომის წილისთვის, 95 პროცენტისთვის, ამ ფულის შოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა. ამ პროგრამაში არის საკმაოდ მაღალი დაფარვები და ბენეფიციარის სავარაუდო რისკების საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს“.
გიგოლაშვილის თქმითვე, პიროვნებამ, რომელიც ჯერ არ ჩართულა ამ პროგრამაში, შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკოს და დარეგისტრირდეს. ამავე ნომერზე შეიძლება იმის გარკვევა, კონკრეტულად რა ხარჯებს ფარავს საყოველთაო დაზღვევა. ეს აუცილებელია თუნდაც იმისათვის, რომ ვინმემ პაციენტის უცოდინრობით არ ისარგებლოს და ფული არ გამოსძალოს.
„ადამიანი სანამ წავა და სანამ დადგება იმ საფრთხის წინაშე, რომ რომელიმე კლინიკამ არ ისარგებლოს მისი არაინფორმირებულობით, ხომ შეიძლება დავაზუსტოთ რა გვეკუთვნის და რა არა“, - ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.
2014 წლის სექტემბრისთვის დასრულდება კვლევა, რომელიც ზუსტად გამოავლენს, თუ რამდენად შეუმცირდა მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ახალი კლინიკების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე დაგეგმილია არსებული კლინიკების მიახლოება თანამედროვე სტანდარტებთან...ირაკლი ღარიბაშვილი
„სარგებლობენ, ანალიზებს იღებენ, მაგრამ რამდენად სისტემატურად, ამას ვერ გეტყვით. ისე ბევრისგან გამიგია, რომ უმნიშვნელო ანალიზებია, თორემ რაც რეალურად არის საჭირო, ის არ ფინანსდებაო. ამაზე საყვედურებს გამოთქვამენ. მეც მჭირდება მკურნალობა, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან იმედი არა მაქვს, რომ ყველა ანალიზს გამიკეთებენ“, - ამბობს ნონა ქარჩავა.
„მეუღლეს აქვს საყოველთაო დაზღვევა, ოპერაცია დასჭირდა და ამიტომ დავრეგისტრირდით. ფული ჩვენც გადავიხადეთ და სახელმწიფოც დაგვეხმარა. რვა ათასამდე ჯდებოდა. ექვსი ათასი სახელმწიფომ გადაიხადა, ორი ათას რაღაცა - ჩვენ“, - ამბობს გიორგი ხომერიკი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამაზე არ შეჩერდებიან.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ახალი კლინიკების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე დაგეგმილია არსებული კლინიკების მიახლოება თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერმა.
თავისთავად ცხადია, რომ ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს ყველაგან ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ორი მთავარი გამოწვევა შარშანდელი მდგომარეობითაც კი უკვე მოგვარებული იყო...დავით სერგიენკო