სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს მისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში საპატიმროებში განხორციელებული გეგმური და დაუგეგმავი ვიზიტების დროს ომბუდსმენის რწმუნებულებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილების უფლება. სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრს სამსახურებრივი მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდეს, ასევე პარლამენტს მანდატის გაზრდის ინიციატივით მიმართვას, რათა რწმუნებულები ფოტოგადაღების უფლებით აღიჭურვონ. ომბუდსმენს სასჯელაღსრულების სამინისტროდან წერილობით უპასუხეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით აპრილის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ხელოვნურად შეუქმნეს დაბრკოლება:
„ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითად, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა და მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ, სადაც რამდენიმე ხნით ჩაკეტილი ჰყავდათ. სხვა შემთხვევაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში და ეზღუდებოდათ გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე“.
უჩა ნანუაშვილმა 7 მაისს სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართა განცხადებით, დაეწყოთ შიდა სამსახურებრივი მოკვლევა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც თავად ომბუდსმენის რწმუნებულები ლევან ბეგიაშვილი და ხატია ხელაძე ჰყვებიან, მათ სასჯელაღსრულების ნომერ მე-7 დაწესებულების თანამშრომლები უხეშად მოეპყრნენ და ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს:
„მე-7 დაწესებულებაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ეს იყო აპრილის თვეში, დაწესებულებაში შესვლისას მოგვთხოვეს საათების დატოვება და კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გვიზღუდავდნენ საათების შეტანას, ვერ გაგვცეს კონკრეტული პასუხი“.
„დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი უხეში ტონით ჩემკენ წამოვიდა და უხეშად მომიწოდა შევსულიყავი საგამოძიებო ოთახში. მე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, იძულებული გავხდი შევსულიყავი საგამოძიებო ოთახში. შესვლის შემდგომ გარედან გადაგვიკეტეს საგამოძიებო ოთახის კარი, ამის შემდგომ ვეცადეთ გაგვერკვია სიტუაცია მე და ჩემს თანამშრომელს. ავედით ხელმძღვანელ პირებთან, თუმცა კონკრეტული პასუხი მათ ქმედებებზე ვერ მივიღეთ“.
სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას წერილობით გამოეხმაურა. წერილში ვკითხულობთ:
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.
აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“.
უჩა ნანუაშვილის განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც, რომლის თქმითაც, ის უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან შეხვედრასაც აპირებს:
„მე მექნება საუბარი სახალხო დამცველთან და ამ ფაქტებს ჩვენ გადავამოწმებთ და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვამზადებთ უახლოეს პერიოდში მოსმენას, რომელიც შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რაც იკვეთება ამ დროისთვის, როგორც საყურადღებო“.
საპარლამენტო ოპოზიციას არა აქვს იმის მოლოდინი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს. დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტიც უნდა გააქტიურდეს და მიმართოს სასჯელაღსრულების მინისტრს მოთხოვნით, დაიწყოს ეფექტური მოკვლევა:
„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ვინაიდან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ სასჯელაღსრულება იქნებოდა ერთ-ერთი საკითხი, სადაც სიტუაცია რეალურად გაუმჯობესდებოდა და ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად სიტუაცია კი არ გაუმჯობესდა, არამედ, პირიქით, ყველაფერი უკან-უკან მიდის“.
სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან სახალხო დამცველის მონიტორებისთვის ხელის შეშლას დაუშვებლად მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი მიხეილ ღოღაძე. მისი თქმით, ისეთ პირობებში, როცა ისედაც შეზღუდულია საპატიმროების კონტროლი, სახალხო დამცველისთვის ხელის შეშლამ, შესაძლოა, საპატიმროებში არსებული ვითარების გამო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინოს:
„კვლავ დაიკარგება საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მხრიდან კონტროლი და გაურკვეველი იქნება მსჯავრდებულთა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც არსებობენ, ის ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე ზრუნავენ, ისინი, როგორც წესი, დაბრკოლებების გარეშე შედიოდნენ, ხვდებოდნენ და ამოწმებდნენ მსჯავრდებულთა მდგომარეობას. სხვა შემთხვევაში ისევ უკონტროლოდ დარჩება დაწესებულებები და კვლავ შეიძლება სავალალო შედეგები დადგეს“.
სახალხო დამცველი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ წლის განმავლობაში პატიმრების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებიც არასათანადოდაა გამოძიებული. უჩა ნანუაშვილის თქმით, ასეთი არაადამიანური მოპყრობის 10 სავარაუდო ფაქტია დაფიქსირებული. სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს მანდატის გაზრდის ინიციატივით, რათა რწმუნებულები ფოტოგადაღების უფლებით აღიჭურვონ.

მე-7 დაწესებულებაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ეს იყო აპრილის თვეში, დაწესებულებაში შესვლისას მოგვთხოვეს საათების დატოვება და კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გვიზღუდავდნენ საათების შეტანას, ვერ გაგვცეს კონკრეტული პასუხი...ლევან ბეგიაშვილი
უჩა ნანუაშვილმა 7 მაისს სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართა განცხადებით, დაეწყოთ შიდა სამსახურებრივი მოკვლევა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც თავად ომბუდსმენის რწმუნებულები ლევან ბეგიაშვილი და ხატია ხელაძე ჰყვებიან, მათ სასჯელაღსრულების ნომერ მე-7 დაწესებულების თანამშრომლები უხეშად მოეპყრნენ და ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს:
„მე-7 დაწესებულებაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ეს იყო აპრილის თვეში, დაწესებულებაში შესვლისას მოგვთხოვეს საათების დატოვება და კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გვიზღუდავდნენ საათების შეტანას, ვერ გაგვცეს კონკრეტული პასუხი“.
„დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი უხეში ტონით ჩემკენ წამოვიდა და უხეშად მომიწოდა შევსულიყავი საგამოძიებო ოთახში. მე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, იძულებული გავხდი შევსულიყავი საგამოძიებო ოთახში. შესვლის შემდგომ გარედან გადაგვიკეტეს საგამოძიებო ოთახის კარი, ამის შემდგომ ვეცადეთ გაგვერკვია სიტუაცია მე და ჩემს თანამშრომელს. ავედით ხელმძღვანელ პირებთან, თუმცა კონკრეტული პასუხი მათ ქმედებებზე ვერ მივიღეთ“.
სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას წერილობით გამოეხმაურა. წერილში ვკითხულობთ:
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.
მე მექნება საუბარი სახალხო დამცველთან და ამ ფაქტებს ჩვენ გადავამოწმებთ და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვამზადებთ უახლოეს პერიოდში მოსმენას...ეკა ბესელია
აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“.
უჩა ნანუაშვილის განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც, რომლის თქმითაც, ის უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან შეხვედრასაც აპირებს:
„მე მექნება საუბარი სახალხო დამცველთან და ამ ფაქტებს ჩვენ გადავამოწმებთ და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვამზადებთ უახლოეს პერიოდში მოსმენას, რომელიც შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რაც იკვეთება ამ დროისთვის, როგორც საყურადღებო“.
საპარლამენტო ოპოზიციას არა აქვს იმის მოლოდინი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს. დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტიც უნდა გააქტიურდეს და მიმართოს სასჯელაღსრულების მინისტრს მოთხოვნით, დაიწყოს ეფექტური მოკვლევა:
კვლავ დაიკარგება საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მხრიდან კონტროლი და გაურკვეველი იქნება მსჯავრდებულთა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...მიხეილ ღოღაძე