„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ჩვენს ციკლს, საქართველოდან უცხოეთში სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღეს ჩვენი სტუმარი დოქტორანტია. დათო გოგიშვილი იტალიაში, ლ’აკვილაში, რომელიც ხუთი წლის წინ ნახევრად დაანგრია მიწისძვრამ, დოქტორანტურაში სწავლობს გრან სასოს მეცნიერების ინსტიტუტში. ის მუშაობს ურბანისტიკის სფეროში, ქალაქში დევნილების ცხოვრებაზე, მათ ურთიერთგავლენაზე. ჩვენი პირველი შეკითხვა ეხებოდა ქალაქს, სადაც ის ცხოვრობს: ლ’აკვილას და თბილისს, რომლის დაგეგმარების გამო დისპუტებში ჩვენი რესპონდენტი აქტიურად იყო ჩართული.
Your browser doesn’t support HTML5