მეშახტეებმა თურქებს მიუსამძიმრეს
Your browser doesn’t support HTML5
15 მაისს, თბილისში მეტალურგიის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, თურქეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გამართა. შეკრებილებმა თურქეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათივე თქმით, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ არასათანადო პირობებში მუშაობენ. 13 მაისს თურქეთში, მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამასამდე ადამიანი, ასამდე კაცი კი დაკარგულად მიიჩნევა.