ამ დღეებში სრულდება ერთი წელი შარშან, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, თბილისში განვითარებული დრამატული მოვლენებიდან. 17 მაისამდე მთელი თვით ადრე დაიწყო საუბარი იმაზე, უნდა აღინიშნოს თუ არა ეს დღე საქართველოში და არსებობს თუ არა ერთი წლის წინანდელი მოვლენების განმეორების საფრთხე. საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ დღის აღნიშვნის წინააღმდეგია, რუსთაველის გამზირზე გამოსვლას გეგმავს. უმცირესობათა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ნაწილი კი აცხადებს, რომ 17 მაისის მოახლოებასთან ერთად იმატა თემის წევრების მიმართ მუქარის ფაქტებმა. რას უნდა ველოდეთ 17 მაისს და, ზოგადად, როგორი იყო გასული ერთი წელი, როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ - ამ თემაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძე და ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ დირექტორი დავით შუბლაძე.
Your browser doesn’t support HTML5