დღევანდელი პრესა ფარული მოსმენა-თვალთვალისა და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების თემებზე წერს. „რეზონანსის“ სტატიის სათაურია „ისმინება“. გაზეთში სხვადასხვა მოსაზრება ქვეყნდება, მათ შორის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის. ის ამბობს: „ჟურნალისტი დაცული უნდა იყოს. მისი საქმეა, თუ როგორ მოიპოვა ინფორმაცია და თუკი მოიპოვა, უნდა გაასაჯაროოს კიდეც. ამაზე შეტევა თავისუფალ მედიაზე შეტევას ნიშნავს. უნდა მოიძებნოს გზა, რათა სახელმწიფო საიდუმლოებების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს, მაგრამ ეს გზა ჟურნალისტების შეზღუდვაზე არ უნდა გადიოდეს“.
ამავე საკითხზე „რეზონანსშივე“ გაეცნობით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის, მოსაზრებასაც: „თუ კერძო ინტერესის დარღვევა დაიცავს საზოგადოებას საფრთხისგან, მაშინ ამ დროს ჭარბობს საზოგადოებრივი ინტერესი. თუ ეს ასე არ არის და საქმე არ გვაქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვასთან, მაშინ პერსონალური ინფორმაციიის გავრცელება არის დანაშაული, ამიტომ ეს უნდა შეფასდეს. რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, რომლებიც გაასაჯაროვა „რუსთავი 2“-მა, - მხედველობაში მაქვს საგანელიძის, უსუფაშვილის და სხვების საუბარი, - ეს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას არ ემსახურება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
„ალიაში“ ვახტანგ მაისაიასთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით „სინამდვილეში ვისგან ჩაუვარდა ხელში „რუსთავი 2“-ს ფარული ჩანაწერები?“. ვახტანგ მაიასაიას ვარაუდი ასეთია: „პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი იყო სპეცსამსახურებთან მაკოორდინირებელი პარტიული დაზვერვის სტრუქტურა, რომლის სათავეშიც იყო გიორგი მაზმიშვილი. მაზმიშვილი არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. შესაბამისად, ეს ადამიანები მუშაობენ იმაზე, რომ შექმნან დაძაბულობა და არეულობა ქვეყანაში. ის კადრები, რომელიც „რუსთავი 2“-მა მოიპოვა, არის გადაცემული შსს-ში ჩანერგილი „თხუნელების“ მიერ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დაზვერვის სტრუქტურისთვის. სწორედ აქედან მოხვდა „რუსთავი 2“-ში ეს მასალები“.
ხელისუფლების არგუმენტებს არასერიოზულად მიიჩნევს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. ის თვლის, რომ მთავრობას არ სურს ფარული მოსმენების საქმის გამოძიება: „თუ ხელისუფლებას გამოძიება უნდა, ძალიან მარტივ მეთოდს ვთავაზობ. ევროპაში არის აპრობირებული დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი. მე ვთავაზობ, დავნიშნოთ დამოუკიდებელი პროკურორი ფარული მოსმენების საქმეზე. ვთავაზობ კონკრეტულ გვარს - კახა კახიშვილი დავნიშნოთ ამ საქმეზე დამოუკიდებელ პროკურორად. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ორ კვირაში დასრულდება ამ საქმის გამოძიება და მთელ საქართველოს ეცოდინება - ვინ გასცა ეს სანქცია ფარული მიყურადების შესახებ, ვინ იყო ამაში ჩართული, ვინ იყენებდა ამას შანტაჟისთვის, ვინ გადასცა ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ს“, - აცხადებს კახა კუკავა „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ის არჩევნებზეც ლაპარაკობს და თვლის, რომ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი მანკიერი წრეა“.
არჩევნების შესახებ „საქართველოს რესპუბლიკას“ ნინო ბურჯანაძე ეუბნება: „რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენ მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცა, არჩევნების მინიმალური სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ თბილისს, ბათუმს, მთელ რიგ რაიონებს. ყველა საკრებულოში გვექნება ფრაქცია და ნამდვილად გარანტირებული გვაქვს მინიმუმ მეორე ადგილი საქართველოს მასშტაბით... თუმცა, თუ ისეთი უსინდისო გარიგება მოხდა ხელისუფლებასა და „ნაციონალებს“ შორის, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაშინ პროგნოზის გაკეთება რთული იქნება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
დასასრულ, „რეზონანსს“ - კერძოდ, მის ბიზნესგანყოფილებას - მივუბრუნდები. ავტორი მკითხველს აცნობს გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებს, რომელთა თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 13% - ანუ, დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი - დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს, ხარჯავს. საარსებო მინიმუმზე - 5,18 ლარზე - ნაკლებს კი, ექსპერტული გათვლებით, ხარჯავს მოსახლეობის 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1,3 მილიონამდე ადამიანი. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სრულყოფილ კვებაზე ხელი არ მიუწვდება. სპეციალისტების თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, 4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება, - წერს „რეზონანსი“.