„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. თაზო ლეჟავა ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში, მათემატიკას და ეკონომიკას სწავლობს. ის მეუღლესთან, ასევე სტუდენტთან, და 8 თვის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ბლაგოევგრადში. თაზო ლეჟავა - სტუდენტი და ოჯახის მამა - ზაფხულობით ოკეანის გაღმა, აშშ-ში მუშაობს ხოლმე. უნივერსიტეტში სწავლის და მამობის შეთავსება და აშშ-ში მუშაობა იყო საუბარის პირველი თემა.
Your browser doesn’t support HTML5