რა აწუხებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს?

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. გამოიკითხა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. კვლევამ აჩვენა, რომ მათი ძირითადი პრობლემა ქართული ენის უცოდინარობა, სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის უქონლობა და საბავშვო ბაღების არარსებობაა.