საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხვალ თბილისს ეწვევა

სამხრეთ კავკასიურ ტურნეს განაგრძობს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელიც ხვალ თბილისს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ფრანსუა ოლანდი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი დელეგაციათა გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. თბილისში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც და ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.