რუსეთის სამხედროებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 მკვიდრი დაკავეს და ოსურ მხარეს გადასცეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსეთის სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 მკვიდრი დაკავეს და ოსურ მხარეს გადასცეს. საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდივე მოქალაქე ჯონჯოლის კრეფისას დააკავეს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.