„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა, მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წყაროს მიერ მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტში საუბარია დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა მიერ გასული წლის დეკემბრის თვეში მიღებული ანაზღაურების შესახებ, რომელსაც ირმა ნადირაშვილმა „დაუჯერებლად მაღალი“ უწოდა. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გოგი გახარიას შემთხვევაში 39 130 ლარის აღებაზეა საუბარი და დეპუტატი ამ ოდენობის თანხას პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, საკნიდან გაყვანის ფაქტის გაუხმაურებლობისთვის გადახდილად მიიჩნევს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თნახმად, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასები „იმდენად დაუჯერებელი და მაღალია, რომ აუცილებლად ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინაო“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე. მისი მონაცემებით, „გასული წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირები იყვნენ: გახარია გოგი, რომელმაც დეკემბერში აიღო 39 130 ლარი, "რუსთავი 2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე – 38 390 ლარი, სიმონ მაჩაიძე -38 733 ლარი, ტორაძე შალვა – 31 263, თუთარაშვილი შოთა – 30 386, ელიზბარაშვილი გიორგი – 29 307, ალსანიშვილი ზურაბ – 28 330, კოტეტიშვილი ვახტანგ – 23 494, ტრაპაიძე შოთა – 23 270, დიდიძე ზურაბ – 21 202, ჩელებაძე მამუკა – 21 505, როდონაია ლაშა – 20 703, ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358, ახვლედიანი თენგიზ – 19 018, დოთიაშვილი დავით – 18 845, გულბიანი გიორგი 18 692, კიკალიშვილი ილია – 18 525, ვერულაშვილი ნესტან - 18 251, დარბაისელი დიმიტრი – დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ - 18 222 ლარი. ყველაზე ნაკლები ხელფასი დეკემბრის თვეში გაიცა 10 504 ლარის ოდენობით", - განაცხადა
ნადირაშვილმა. მისი თქმით, ოფიციალურად დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის მოთხოვნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა, მოგვიანებით ეს ცნობები წყაროსგან მიიღეს. ამასთან, ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ ამ ოდენობის თანხის გაცემა შეიძლება უკავშირდებოდეს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, დაკითხვაზე გაყვანის ფაქტს:
„ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს "ბოტასების" ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ნაყიდი ამ ხელფასებით ამ თანამშრომლების დუმილი".
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით უკვე წლებია დაკავებულია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის განმავლობაში გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან, როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ლევან ავალიშვილი ამბობს, „მათი მოთხოვნა იგნორირებულია“. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შრომითი ანაზღაურების საკითხს არეგულირებს მინისტრის 2012 წლის ბრძანება და, ამ ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრულია 3 350 ლარით, რაც, დაახლოებით, 40 ათას ლარს უდრის ყოველწლიურად. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 2 700 ლარი აქვს ყოველთვიური ანაზღაურება. ლევან ავალიშვილის თქმით, თანამშრომელთა პრემირების წესი წინა ხელისუფლების დროსაც მოქმედებდა და ახლაც მოქმედია, თუმცა ამ ოდენობის თანხის პრემიის სახით გაცემის პრაქტიკას ვერ იხსენებს და ეჭვიც ეპარება.
„მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით, დეპარტამენტის უფროსი მაშინ იყო დავით ჭაკუა და ის ყოველთვიურად ხელფასთან ერთად იღებდა, დაახლოებით, 5 ათას ლარ პრემიას. ეს პრაქტიკა დავით ჭაკუას შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა. მაგალითად, ზოია ხასია, რომელიც უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაპირველად დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ასევე იღებდა ყოველთვიურად, პრემიის სახით, 5 ათას 40 ლარს და იმის გამო, რომ ჩვენ ახლა არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, არ მოგვაწოდა დეპარტამენტმა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს პრემიის სახით გაცემულ მაღალ თანხებზე და არა ხელფასზე“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მისმა ორგანიზაციამ გადაამოწმა დასახელებული რამდენიმე პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსებაც სავალდებულოა საჯარო მოხელეთათვის. ამ დეკლარაციის მიხედვით, გოგი გახარიას მიღებული აქვს 2 ათას 125 ლარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობისთვის. მეორე გახლავთ ვლადიმერ ბუნტურიძე. მისი დეკლარაციის მიხედვით, მან მიიღო 53 662 ლარი, როცა მუშაობდა „რუსთავი 2“-ში და კიდევ სხვა კომპანიებში ასრულებდა სამუშაოებს. აქედან 2 670 ლარი მიღებული აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შესრულებული სამუშაოებისთვის. ეკა გიგაურს აქვს კითხვა, ვინ მიაწოდა ირმა ნადირაშვილს აღნიშნული დოკუმენტაცია და თუ დეკლარაციაში მოხმობილი ინფორმაცია მცდარია, მისი გამოძიებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ:
„არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ერთია, რომ ჩემთვის უფრო სანდოა ამ შემთხვევაში ეს ქონებრივი დეკლარაციები. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და თუ ამ მონაცემებში მოიტყუა საჯარო მოხელემ, ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი სამსახური, მაგალითად, გენინსპექცია. მაგრამ ეს არის ის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ ადამიანებმა შეიტანეს ამ დეკლარაციებში“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, წარმოუდგენელია აღნიშნული თანხა ანაზღაურების სახით იყოს გაცემული, თუმცა, დოკუმენტაციის მიწოდების შემთხვევაში, ის საკითხის გარკვევით აუცილებლად დაინტერესდება:
„მე გამოვრიცხავ პრემია იყოს, ხელფასი ხომ გამორიცხულია თავისთავად და პრემიის სახითაც გამორიცხულია, ვინმეს ერთჯერადად აღებული ჰქონდეს 30 ან 40 ათასი ლარი. თუ ასეთი რამ არსებობს, მოგვაწოდონ ფაქტები და მე პირადად დავინტერესდები აუცილებლად“.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თნახმად, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასები „იმდენად დაუჯერებელი და მაღალია, რომ აუცილებლად ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინაო“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე. მისი მონაცემებით, „გასული წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირები იყვნენ: გახარია გოგი, რომელმაც დეკემბერში აიღო 39 130 ლარი, "რუსთავი 2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე – 38 390 ლარი, სიმონ მაჩაიძე -38 733 ლარი, ტორაძე შალვა – 31 263, თუთარაშვილი შოთა – 30 386, ელიზბარაშვილი გიორგი – 29 307, ალსანიშვილი ზურაბ – 28 330, კოტეტიშვილი ვახტანგ – 23 494, ტრაპაიძე შოთა – 23 270, დიდიძე ზურაბ – 21 202, ჩელებაძე მამუკა – 21 505, როდონაია ლაშა – 20 703, ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358, ახვლედიანი თენგიზ – 19 018, დოთიაშვილი დავით – 18 845, გულბიანი გიორგი 18 692, კიკალიშვილი ილია – 18 525, ვერულაშვილი ნესტან - 18 251, დარბაისელი დიმიტრი – დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ - 18 222 ლარი. ყველაზე ნაკლები ხელფასი დეკემბრის თვეში გაიცა 10 504 ლარის ოდენობით", - განაცხადა
ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს "ბოტასების" ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ნაყიდი ამ ხელფასებით ამ თანამშრომლების დუმილი...ირმა ნადირაშვილი
„ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს "ბოტასების" ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ნაყიდი ამ ხელფასებით ამ თანამშრომლების დუმილი".
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით უკვე წლებია დაკავებულია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის განმავლობაში გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან, როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ლევან ავალიშვილი ამბობს, „მათი მოთხოვნა იგნორირებულია“. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შრომითი ანაზღაურების საკითხს არეგულირებს მინისტრის 2012 წლის ბრძანება და, ამ ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრულია 3 350 ლარით, რაც, დაახლოებით, 40 ათას ლარს უდრის ყოველწლიურად. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 2 700 ლარი აქვს ყოველთვიური ანაზღაურება. ლევან ავალიშვილის თქმით, თანამშრომელთა პრემირების წესი წინა ხელისუფლების დროსაც მოქმედებდა და ახლაც მოქმედია, თუმცა ამ ოდენობის თანხის პრემიის სახით გაცემის პრაქტიკას ვერ იხსენებს და ეჭვიც ეპარება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მისმა ორგანიზაციამ გადაამოწმა დასახელებული რამდენიმე პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსებაც სავალდებულოა საჯარო მოხელეთათვის. ამ დეკლარაციის მიხედვით, გოგი გახარიას მიღებული აქვს 2 ათას 125 ლარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობისთვის. მეორე გახლავთ ვლადიმერ ბუნტურიძე. მისი დეკლარაციის მიხედვით, მან მიიღო 53 662 ლარი, როცა მუშაობდა „რუსთავი 2“-ში და კიდევ სხვა კომპანიებში ასრულებდა სამუშაოებს. აქედან 2 670 ლარი მიღებული აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შესრულებული სამუშაოებისთვის. ეკა გიგაურს აქვს კითხვა, ვინ მიაწოდა ირმა ნადირაშვილს აღნიშნული დოკუმენტაცია და თუ დეკლარაციაში მოხმობილი ინფორმაცია მცდარია, მისი გამოძიებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ:
„არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ერთია, რომ ჩემთვის უფრო სანდოა ამ შემთხვევაში ეს ქონებრივი დეკლარაციები. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და თუ ამ მონაცემებში მოიტყუა საჯარო მოხელემ, ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი სამსახური, მაგალითად, გენინსპექცია. მაგრამ ეს არის ის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ ადამიანებმა შეიტანეს ამ დეკლარაციებში“.
მე გამოვრიცხავ პრემია იყოს, ხელფასი ხომ გამორიცხულია თავისთავად და პრემიის სახითაც გამორიცხულია, ვინმეს ერთჯერადად აღებული ჰქონდეს 30 ან 40 ათასი ლარი...ზაქარია ქუცნაშვილი