გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ყირიმში ჩაფრინდა, სადაც ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, არმიისა და ავიაციის ერთობლივი აღლუმი იმართება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში წითელ მოედანზე გამართული გრანდიოზული სამხედრო აღლუმი ჩაიბარა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას რუსი ხალხის უდიდესი დღესასწაული უწოდა.