რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიის ევროპის ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მიმართა საპროტესტო ნოტით, რომლშიც მოითხოვს ხელისუფლებისგან, აღმოფხვრან ის ზიანი, რომელიც ვენაში „საბჭოთა განმათავისუფლებელი ჯარისკაცის“ მემორიალს მიაყენეს უცნობმა პირებმა. ნოტის თანახმად, უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ ისინი, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხდარზე და მომავალში ასეთი ინციდენტი არ უნდა მოხდეს. უცნობებმა 7 მასის ღამით, ვენაში, შვარცენბერგის მოედანზე მდებარე მემორიალს უკრაინის დროშის ფერები, ლურჯი და ყვითელი მიახატეს. კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის მიხედვით, „შებილწვა“ ვანდალების ნამოქმედარი“ იყო, რათა ჩაეშალათ ცერემონია, რომელიც უნდა მიეძღვნათ, როგორც რუსეთში უწოდებენ „დიდი სამამულო ომის“, ანუ მეორე მსოფლიო ომის, დასრულებისთვის, 9 მაისს.