7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის ერთი თავი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“. ანგარიშის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე, გენდერული ნიშნით; აგრეთვე - ოჯახში ძალადობის საკითხზე, ადრეულ ქორწინებებსა და ლგბტ თემის პრობლემებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში 5%-ით გაიზარდა, საქართველო კვლავაც რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ქალები უმცირესობაში რჩებიან. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ქალები არიან, სულ, 11%, მინისტრთა კაბინეტში - 21%, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კი - მხოლოდ10%. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შენიშნავს, რომ ეს ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზია. ანგარიშში მოყვანილია 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ორსულ ქალთა გათავისუფლების არაერთი ფაქტი, თუმცა იმის გამო, რომ ყველამ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, სამართლებრივად მათი პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. უჩა ნანუაშვილი ჩამოთვლის სხვა პრობლემებსაც, რომლებიც ომბუდსმენის ანგარიშის ამ კონკრეტულ ქვეთავში მოხვდა:
„მაგალითად, ნაადრევი ქორწინებების საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია განათლების უფლების შეზღუდვასთან. შედეგად გვაქვს სურათი, როცა რამდენიმე ათასი გოგონა მოწყვეტილია განათლებას. პრობლემად გამოიკვეთა ისიც, რომ ქალთა მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში არის ძალიან დაბალი. ასევე გამოვკვეთეთ მარტოხელა დედების საკითხი - საქართველოში მათი სტატუსიც კი არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით“.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ომბუდსმენის ანგარიშმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი მოიცვა. განსაკუთრებული სიახლე კი არის ანგარიშის ის ნაწილი, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზია მოცემული და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამხელა ყურადღება დაეთმო ამ საკითხს:
"მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში სტრუქტურული თვალსაზრისითაც უფრო დახვეწილია. თუ ადრე მხოლოდ ოჯახში ძალადობაზე იყო აქცენტი, შემდეგ - ქალთა უფლებებზე, ახლა უფრო დაკონკრეტდა და გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე კეთდება აქცენტი, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტად მნიშვნელოვანია“.
ანგარიშის თანახმად, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი სწორედ ქორწინებაა, რაც ზოგჯერ თავად არასრულწლოვნის, ზოგჯერ კი მისი მშობლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდება.
2013 წელს ხშირი იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც. „112“-ის - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებულია ფიზიკური ძალდობის 139, ფსიქოლოგიური ძალადობის 188, ეკონომიკური ძალადობის 18 შემთხვევა, იძულების 13 ფაქტი.
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელ ელისო ამირეჯიბის განცხადებით, საქართველოში მსხვერპლის დასაცავად კანონით განსაზღვრული მექანიზმები არ მუშაობს:
„მაგალითად, ფაქტზე გამოძახებისას საპატრულო პოლიცია არ იყენებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებას, რის გამოც ძალიან ხშირად დარტყმის ქვეშ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას. ეს შესაძლოა იმითაცაა განპირობებული, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ოჯახში ძალადობა არ ითვლება სერიოზულ პრობლემად. თუმცა მინდა ყველას შევახსენო, რომ არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომლის შესრულების ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია“.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის წარმომადგენელი ეკა აღდგომელაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ლგბტ საკითხებს ცალკე თავი დაეთმო. ეს, სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფისთვის მტკივნეული თემები პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაისმება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ, ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ხელისუფლება დღემდე არ აფასებს ადეკვატურად გასული წლის 17 მაისის მოვლენებს. რაც შეეხება უფრო გლობალურად უმცირესობის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას ქვეყანაში, მით უმეტეს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ფონზე, ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში გამოცხადებული ბრძოლა მიდის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის:
„კონკრეტულად ეს საკითხი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპეკულაციის თემაა. ეს არის ეკლესიის გამოცხადებული ბრძოლა არა კონკრეტულ ხელისუფლებასთან, არამედ სახელმწიფოსთან. სხვას ვერაფერს ვუწოდებ 17 მაისს პოლიციელებზე ზეწოლას და თავდასხმას საეკლესიო პირების მხრიდან და იგივე ხდება წელსაც. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებაში არსებული ფობიები უმცირესობების
მიმართ საკმაოდ ძლიერია. მეორე საკითხია, რომ ამ მხრივაც ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ გადავაბიჯოთ იმ წინასწარგანწყობებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არ მივცეთ არც ერთ ძალას - არც პოლიტიკურს და არც სხვას, ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებს - საშუალება, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში სწორედ ეს განწყობები გამოიყენოს“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხშირია ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, რაც მათ აიძულებთ დამალონ ინფორმაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ. და მაშინ, როდესაც საზოგადოება დასაშვებად მიიჩნევს ჰეტეროსექსუალი წყვილების ურთიერთობის საჯარო გამოხატულებას, ლგბტ პირების შემთხვევაში იგივე ფაქტი მათ მიმართ ძალადობის მიზეზი ხდება.
სახალხო დამცველი 2013 წლის ანგარიშში გასულ წელს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თვალსაზრისით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზეც ამახვილებს ყურადღებას - მაგალითად, ხაზს უსვამს შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებას დასაქმებული ორსული ქალების უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით ან საარჩევნო კოდექსში პარტიების ფინანსურად წახალისების ფაქტორის დამატებას იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ძალა პარტიულ სიაში ქალთა რაოდენობას გაზრდის. ომბუდსმენი ასევე გამოყოფს გენდერის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღების ფაქტს როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებში.
მიუხედავად იმისა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში 5%-ით გაიზარდა, საქართველო კვლავაც რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ქალები უმცირესობაში რჩებიან. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ქალები არიან, სულ, 11%, მინისტრთა კაბინეტში - 21%, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კი - მხოლოდ10%. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შენიშნავს, რომ ეს ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზია. ანგარიშში მოყვანილია 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ორსულ ქალთა გათავისუფლების არაერთი ფაქტი, თუმცა იმის გამო, რომ ყველამ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, სამართლებრივად მათი პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. უჩა ნანუაშვილი ჩამოთვლის სხვა პრობლემებსაც, რომლებიც ომბუდსმენის ანგარიშის ამ კონკრეტულ ქვეთავში მოხვდა:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ომბუდსმენის ანგარიშმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი მოიცვა. განსაკუთრებული სიახლე კი არის ანგარიშის ის ნაწილი, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზია მოცემული და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამხელა ყურადღება დაეთმო ამ საკითხს:
"მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში სტრუქტურული თვალსაზრისითაც უფრო დახვეწილია. თუ ადრე მხოლოდ ოჯახში ძალადობაზე იყო აქცენტი, შემდეგ - ქალთა უფლებებზე, ახლა უფრო დაკონკრეტდა და გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე კეთდება აქცენტი, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტად მნიშვნელოვანია“.
ანგარიშის თანახმად, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი სწორედ ქორწინებაა, რაც ზოგჯერ თავად არასრულწლოვნის, ზოგჯერ კი მისი მშობლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდება.
2013 წელს ხშირი იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც. „112“-ის - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებულია ფიზიკური ძალდობის 139, ფსიქოლოგიური ძალადობის 188, ეკონომიკური ძალადობის 18 შემთხვევა, იძულების 13 ფაქტი.
ფაქტზე გამოძახებისას საპატრულო პოლიცია არ იყენებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებას, რის გამოც ძალიან ხშირად დარტყმის ქვეშ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას...ელისო ამირეჯიბი