ასეულობით სირიელი მეამბოხე თავიანთ ბოლო ბასტიონს, ქალაქ ჰომსს ტოვებს. ამის თაობაზე შეთანხმება მოხდა გასულ კვირაში სამთავრობო ჯართან. ჰომსის მმართველმა, ტალალ ბარაზიმ განაცხადა, რომ მეამბოხეებმა ავტობუსებით დაიწყეს ქალაქის დატოვება 7 მაისს და გაემართნენ ჰომსის რეგიონის ჩრდილოეთში. მეამბოხეთა თანახმად, 1200 მეომარი ტოვებს ქალაქს 7 მაისს და ქალაქს სამთავრობო ჯარს უთმობს. სანაცვლოდ, ოპოზიცია, მთავრობის მომხრე სოფლებში, რომლებიც მეამბოხეების ხელშია, დახმარების შეტანის შესაძლებლობას გასცემს.