ლიბიის პარლამენტმა ახალი პრემიერი დაამტკიცა

ლიბიაში პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა. 42 წლის ბიზნესმენმა აჰმედ მატიხმა ახალი მთავრობა ორი კვირის განმავლობაში უნდა შეადგინოს. იტყობინებიან, რომ არ ჰქონდა მომხრე დეპუტატების სათანადო რაოდენობა, და რომ საჭირო 120-ის ნაცვლად, მხოლოდ 113 კანონმდებელი მიემხრო. თუმცა, ამასთან გავრცელდა ცნობა, რმო მოგვიანებით ხმების ხელმეორედ დათვლამ აჩვენა, რომ მატიხს 121 დეპუტატი მიემხრო და მან დაამარცხა კონკურენტი, ომარ ალ-ჰასი, უნივერსიტეტის პროფესორი, ისლამისტური ბლოკი უჭერდა მხარს.